საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეკლესიები შესაძლოა უსახლკაროთა თავშესაფრად მოეწყოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ინტერნეტსივრცეში ეკლესიის შესახებ ხშირად ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია და ამას არასწორი ინტერპრეტაციები მოსდევს ხოლმე. ასე მოხდა გუშინაც, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება უსახლკაროთა თავშესაფრად მოეწყოს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს.
ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს გადაკეთდეს, ეკლესიას თავისი მისია აქვს. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიედ ან მიზანმიმართულად ემსხაურება ცრუ და არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა", - აღნიშნა დეკანოზმა ანდრიამ.