
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სესხის განულების შემდეგ პირი კრედიტ ინფოს "შავ სიაში" ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, თუმცა შეძლებს თუ არა ის ახალი სესხის აღებას, გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.
"ახალი სესხის აღება დამოკიდებული იქნება ამ პირის და კრედიტის გამცემის ახალ შეთანხმებაზე იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც შემოღებულია პასუხიმგებლიანი დაკრედიტების სისტების შემოღებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლაშა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, ე.წ. შავ სიაში მოქალაქეების განმეორებით მოხვედრის თავიდან აცილებას ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს.
"ახალი რეგულაციები, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლიანი დაკრეტიტების შემოღებას უკვე ძალაშია და რეგულირდება კანონით და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.