რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ღამით, თავისი კუთვნილი ავტომანქანით ხელვაჩაურში, ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1970 წელს დაბადებულ ც.ს.-ს და 1962 წელს დაბადებულ დ.გ.-ს შეეჯახა და მიიმალა. ც.ს. ადგილზე გარდაიცვალა, დ.გ. კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

პოლიციამ ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, რომელიც დაკავებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ნაწილებად დაშალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×