რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) "ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია დაგვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თორნიკე ჩაკვეტაძის დედა მთვარისა რუხაძე აკეთებს.

"ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია დაგვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა. ჩვენც დავუჯერეთ და 6 წლის ასაკში გიომ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო. იმ მეზობელთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან უხარია ჩვენი ბიჭის წარმატება.

კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს.

იმდენად კარგ საფეხბურთო მონაცემებს ფლობს, ამის მცდელობა ნამდვილად არ ჰქონია. ძალიან დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს და ძალიან ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო ამ სფეროში", - ამბობს ჩაკვეტაძის დედა "Sportall.ge- სთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×