რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) 16 ნოემბერს, 8 შვილის მამას ამირან დევნოზაშვილს, რომელსაც იძულების მუხლით ჰქონდა ბრალდება წაყენებული, ოჯახურ ძალადობაშიც დასდეს ბრალი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლენტეხში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი აგვისტოში დააკავეს, ამის მიზეზი კი გახდა ის ფაქტი, რომ ამირან დევნოზაშვილმა ოჯახის წევრები სახლში გამოკეტა, მათ გარემოსთან კომუნიკაცია აუკრძალა და მის არც ერთ შვილს სკოლაში არ უვლია.

ამირან დევნოზაშვილის დაკავების შემდეგ მათი მეურვეობა სახელმწიფომ იკისრა. მისი ცოლ-შვილი თბილისში ჩამოიყვანა და მუხიანში ბინა უქირავა.

"მთავრობამ ისინი თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ ზუსტად სად წაიყვანეს და რას უკეთებენ, არ ვიცი. თურმე ბავშვების დაკითხვას აწარმოებენ. მამა ისე უყვართ, იმაზე ცუდს რა ათქმევინებთ? არასოდეს მათთვის ხელი არ დაუკარებია, იმისთანა განათლება მიაღებინა, როდესაც შეამოწმეს, ნახეს, რომ ისინი თანატოლებზე განვითარებულები და განათლებულები არიან. მათ დედ-მამა ამეცადინებდა, ორივეს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.

ამჟამად მთავრობა იკვლევს ბავშვებს და ექსპერიმენტებს უტარებენ, ალბათ უნდათ, მამის საწინააღმდეგოდ ათქმევინონ რამე. ამირანი ბავშვებზე ფიზიკურად არ ძალადობდა, თან ჰყვებოდა, ეკლესიურად ზრდიდა. ეს ადამიანი არის უსამართლობის მსხვერპლი. 4 თვეა კონტაქტი არ გვაქვს ძმასთან, არც ბავშვებს გვანახებენ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ამირან დევნოზაშვილის და ირმა დევნოზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×