რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) მთელი ოჯახი უნდა გავამწარო ადვოკატთან ერთად, როგორც მე გამამწარეს მთელი ამ 8 თვის განმავლობაში, - აღნიშნულის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ის ადვოკატთან, მაია ქავთარაძესთან ერთად მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის უფლებადამცველის, ნაირა ოტიაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ადვოკატს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის.

ის იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლადო გრიგალაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და უვადო პატიმრობას თბილისის სააპელაციო სასამართლოც ძალაში დატოვებს.

„ადვოკატმა ინტერვიუში განაცხადა, რომ გასაჩივრებას აპირებს. ის კი არ თქვა, დამნაშავე არ არისო, სხვა ქვეყანაში სასჯელს ამდენს არ მისცემდნენო, ეს თქვა.

რა თქმა უნდა, მე ჩემს პოზიციას დავიცავ. ბოლომდე ვენდობი პროკურატურას, სასამართლოს. სააპელაციოც აუცილებლად ძალაში დატოვებს ამ განაჩენს, ამის იმედი მაქვს! ის მოსამართლეც ადამიანია", - აცხადებს ნაცვლიშვილი "იაპიენთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×