რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) ტყიბულსა და თერჯოლაში "ევროპული საქართველო" 17- მა წევრმა დატოვა და მმართველ პატრიაში გადავიდა.

„ქართულ ოცნებას" ტყიბულიდან ცხრა, თერჯოლიდან კი, რვა ადამიანი შეუერთდა.

მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" გაერთიანება გახდა.

ოპოზიციური პარტიების უკვე ყოფილი წევრების თქმით, მიუღებელია „ნაცმოძრაობის" სისხლიანი და ძალადობრივი რეჟიმი, გადაწყვეტილება კი ქვეყნის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღეს.

ისინი ყოფილ თანაგუნდელებსა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას" და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×