რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური, ხადას ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ უმნიშვნელოვანეს დეტალებზე საუბრობს.

19 წლის მწყემსი აცხადებს, რომ შემთხვევის დროს, ჩანჩქერზე ბანაობდა.

„მე ჩანჩქერზე ვბანაობდი. მერე ორი უცხო კაცი მოვიდა და რაიან სმიტთან და მის შვილთან მიმიყვანეს. კაციც და ბავშიც ჩემი თანდასწრებით მოკლეს. ქალი არ ვიცი, სადღაც წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე უცხო პირები იყვნენ და მათგან ორის ამოცნობა შემიძლია, დანარჩენის გამიჭირდება. ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა შემიძლია. ფოტორობოტის შექმნაშიც შემიძლია დახმარება", - აღნიშნავს ბრალდებული "აიპიენთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×