რეზონანსი
20.11.2018

 (რეზონანსი) ფოთში ტრაილერი გადაბრუნდა. მძღოლმა მსუქი დაზიანება მიიღო. შემთხვევის შედეგად, მეშვიდე კილომეტრზე რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. ამ დროისათვის გზა გახსნილია.

"ტრაილერის მძღოლი მსუბუქად იყო დაზიანებული. პაციენტი იმყოფებოდა სტრესულ სიტუაციაში. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება."- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში.

მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.

 

ipress.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×