რეზონანსი
20.11.2018

 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივა: ეკლესიების კარი ყოველ ღამით გაიღოს უსახლკარო ადამიანების შესაფარებლად:

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია, ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. თქვენ მოგეხსენებათ, წინ გველის მკაცრი და ცივი ზამთარი. მინდა, გაჭირვებული და უსახლკარო ხალხის მდგომარეობას შევეხო, რომლებიც შუა ზამთარში გარეთ რჩებიან. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მრავალი უსახლკაროა ქუჩაში. გეძლევათ კურთხევა, (ეკლესიების წინამძღოლებს) რომ ჩვენმა ეკლესიებმა, ღვთის სახლებმა, კარი გაუღოს უსახლკარო ადამინებს ღამით, რომ მათ ჰქონდეთ ღამის გათევის საშუალება, რათა ღია ცის ქვეშ არ იყვნენ. მე მაქვს სურვილი, რომ ეკლესიები ყოველ ღამით მოვაწყოთ თავშესაფრებად" - აღნიშნა ილია მეორემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×