რეზონანსი
20.11.2018

 რუსთავში, ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლში გაჟონვის შედეგად ორმა მოზარდმა ინტოქსიკაცია მიიღო.

ორივე მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს. წუხელ, მე-19 მიკრორაიონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ერთი მოზარდი გადაიყვანა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს ოჯახის ორმა წევრმა და სამმა მცირეწლოვანმა, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.

წუხელვე, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 7 წლის ბიჭი ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-20 მიკრორაიონიდან გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×