რეზონანსი
20.11.2018

 გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე ორი დღის წინ ავა­რი­ა­ში მოჰყ­ვა. რა გახ­და ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ამის შესახებ მისი მე­გო­ბარი კახა კან­დე­ლაკი საუბრობს:

"ცოლ-შვი­ლი ლო­პო­ტა­ზე ჰყავ­და და ერთი დღით თვი­თო­ნაც ჩა­ვი­და. მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, პი­ჯა­კი თან არ ჰქონ­და და ამი­ტომ ღა­მის 11 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. თურ­მე გზა შე­ე­შა­ლა, რად­გან ბნე­ლო­და... სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უხ­ვია და ორ­მო­ებ­ში ჩა­ვარ­და... ეტყო­ბა, ჯერ თავი და­არ­ტყა და გა­ი­თი­შა, შემ­დეგ ბა­ლი­შე­ბი გა­იხ­სნა და ამან ნეკ­ნე­ბი ჩა­უმტვრია. რო­გორც ჩანს, რო­დე­საც გა­ი­თი­შა მან­ქა­ნა­ში აქეთ-იქეთ ეხეთ­ქე­ბო­და და ამ დროს მი­ი­ღო ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მთა­ვა­რია ხერ­ხე­მა­ლი და ტვი­ნი არ აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ფილ­ტვი აქვს შე­კუმ­შუ­ლი, ახლა მთა­ვა­რია სწო­რედ ფილ­ტვის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, არ სვამს და იმე­დი გვაქვს, რომ ეს გა­და­არ­ჩენს. კრი­ტი­კუ­ლი 48 სა­ა­თი სა­ღა­მოს გა­დის.

იმ გზა­ზე რომ მოხ­ვდა, ამი­ტომ და­შავ­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ მან­ქა­ნის მი­ნაც კი არ არის ჩამ­ტვრე­უ­ლი, ხე­ე­ბის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბია. უკან ტაქ­სის მძღო­ლი მო­დი­ო­და და იმას და­უ­ნა­ხია, რომ იმ გზა­ზე შე­ვარ­და და მა­გან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, თორე მე­ო­რე დღეს მკვდარს ვი­პო­ვი­დით" - განუცხადა "ამბებს" კანდელაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×