რეზონანსი
20.11.2018

 ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

"ჩემს მეგობარს ზურაბ დოიჯაშვილს დღემდე აქვს ბანკის ვალი. წავიდა ისრაელში სამუშაოდ თავის მეუღლესთან ერთად იმისათვის, რომ მას დაუჭირეს შვილი. იმიტომ, რომ მე და ზურა დოიჯაშვილი 2007 წელს ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები ვიყავით.

2007 წლის მიტინგზე ჩემი გამოსვლის შემდეგ მამაჩემი დაიჭირეს იმიტომ, რომ სიტყვა ვთქვი მიტინგზე. მოსამართლემ დაარტყა ჩაქუჩი და უთხრა, რომ იმდენ ათასს გადაიხდი, რამდენიც შენმა შვილმა მიტინგზე ილაპარაკაო. ამ ხელისუფლების დაბრუნება უნდათ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს, რასაც არ დავუშვებთ", – განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×