რეზონანსი
20.11.2018

 შსს მინისტრისადმი მიმართული ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ლაშა ნაცვლიშვილი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში და ეკამატება პატრულს.

"საქმე აღიძრა გუშინ, ზუსტად ნახევარ საათში მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ შემდეგი: ყველა, ვინც იყო, თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, იქნება დასჯილი. თუ პატრულმა თავის ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდართვევა და შეღავათი გაუწია ლაშას, ასევე იქნება დასჯილი. თუ სხვა მესამე პირმა ეს მასალა გამოიყენა იმისთვის, რომ მიეღო გარკვეული დივიდენტი არჩევნებისთვის, კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი. საქმე ჩვენს ინსპექციაში აღიძრა ნახევარი საათის შემდეგ", – განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×