რეზონანსი
19.11.2018

დღეს ჩოატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა. ეს ის ვერსიაა, რაზეც პედაგოგები საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ მეორე სართულიდან გადავარდნილმა მოსწავლემ, მათ თავად უთხრა, რომ სელფს იღებდა, რა დროსაც წონასწორობის დაცვა ვერ შეძლო.

პედაგოგების ვერსიას თავდაყირა აყენებს, ექიმ-რეანიმატოლოგის, ნანა ჯიბუტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ გოგონა “მედალფას” სამედიცინო ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას წათმეული ჰქონდა მეტყველების უნარიც: “უმძიმესი ტრამვებით შემოიყვანეს გოგონა, მას აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ტვინის შერყევის მძიმე ფორმა, აქვს მრავვლობითი დაზიანებები. გოგონას წართმელი ჰქონდა მეტყველების უნარი, ცნობიერება არ ჰქონდა” - უთხრა "ნიუპოსტს" “მედალფას” ექიმმა.

რაც შეეხება დეტალებს, რაზეც თავად სკოლაში პედაგოგები ჰყვებიან. მათი განცხადებით, მეთორმეტე კლასელი ნ.ჯ კლასელებთან ერთად, სპორტის გაკვეთილზე იყო, რა დროსაც მობილურზე ვიღაცამ დაურეკა. გოგონამ გაკვეთილი მიატოვა და მეორე სართულზე, მეექვსე კლასის ოთახში შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×