რეზონანსი
19.11.2018

 თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც თვლიან, რომ მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერა ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვის მცდელობაა.

“გამოვიდა ვინმე ნატროშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობიდან” და განაცხადა, რომ ვალების ჩამოწერა არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ჩვენი იურისტები ამ საკითხს სწავლობენო. ასეთივე პოზიცია დაიკავეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. არ არიან ახლა ესენი ხალხის მტრები და მავნებლები? სხვა რა სახელი

უნდა დაარქვა ამათ? თქვენც მოიფიქრეთ", - ამბობს მანჯავიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×