რეზონანსი
19.11.2018

 (რეზონანსი) დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ყაზახეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებს მიღებული ტრავმების გამო 3 ფეხბურთელი: გიორგი ნავალოვსკი, ბაჩანა არაბული და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით გაურკვეველია ჯაბა კანკავას საკითხიც.

საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრაზე დასაწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. სტადიონზე მისულ გულშემატკივარს ტრიბუნებზე წითელი და თეთრი ფურცლები დახვდებათ, რომელიც საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს უნდა აწიონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×