რეზონანსი
19.11.2018

 (რეზონანსი) ფონდ „ქართუში" 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.

როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ" აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი „ქართუ" აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ამ წლის ბიუჯეტი უკვე გადაწყვეტილი საკითხია და აღნიშნული ფული უკვე დარეზერვებულია. ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ," - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×