რეზონანსი
19.11.2018

 (რეზონანსი) სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალების განულებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივის შესწავლას არ აპირებს. როგორც bm.ge-ს სამსახურში განუცხადეს, მათ ამ მასშტაბის თანხებთან დაკავშირებული მოკვლევის ჩატარების კომპეტენცია არ აქვთ და ეს სამართალდამცავი სტრუქტურების კომპეტენციაა.

"ჩვენ კანონიმდებლობის ფარგლებში ვსწავლობთ საარჩევნოდ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, თუ თანხა 100 ლარამდეა, ამის ზემოთ საკითხი უკვე გამოძიების საგანი ხდება", - განაცხადეს აუდიტის სამსახურში. Bm.ge-მ აუდიტის სამსახურს შეკითვით მიმართა, აპირებს თუ არა სამსახური ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივის შესწავლას.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობამ გაახმოვანა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ე.წ. ,,შავ სიაში" მყოფ 600 ათას ადამიანს გადაუხდელი საკრედიტო ვალდებულებები გაუნულდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, ვალების პორთფელები საქველმოქმედო ფონდმა "ქართუ" შეისყიდა და ფულს საფინანსო ინსტიტუტებს სწორედ ის გადაუხდის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×