რეზონანსი
19.11.2018

 ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა, რომელსაც სჭირდება რეგულაცია და ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

„მე, არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე თუ რამდენად რთულია ეს პრობლემა ასეთ ქვეყანაში, როდესაც მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულაცია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×