რეზონანსი
19.11.2018

 მთავრობა 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჯამში 1.5 მილიარდი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს. საუბარია საბანკო და არასაბანკო კომპანიებში დაგროვილ დავალიანებებზე. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. მევახშეებისგან დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაზეც.

"ვალების განულება დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. ამ 600 000 მოქალაქის ვალდებულებების განულებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა სამომავლოდ ვალებისგან გათავისუფლებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდება.

გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეებისგან უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა და ამ ნაწილზე აქტიურად ვმუშაობთ და იმედია დადებით შედეგს აქაც მივაღწევთ. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ“, - ამბობს ბახტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×