რეზონანსი
19.11.2018

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინგოროყვას კლინიკის ექიმის კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნება.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა, თუმცა არც გაუარესებულია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, შესაბამისად, კონტაქტური არ არის. აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაჟეჟილობა“, - განუცხადა "აიპიენს" ექიმმა.

მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ, ყვარელში ავარიაში მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×