რეზონანსი
19.11.2018

 ვეტერანი მეომარი მალხაზ თოფურია აქციას „მე ვიცავ თავისუფლებას“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ შეხვედრაზე ის ადამიანები მივიდნენ, რომლებსაც მოკლე მეხსიერება არ აქვთ.

„ვისაც დაეზარა არჩევნების პირველ ტურში საარჩევნო უბანზე მისვლა, ვერ აცნობიერებს, რომ ისევ განმეორდება, რაც 11 წლის წინ მოხდა. ის უბედურება რომ არ განმეორდეს, ყველა უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ „ნაციონალები“, თუმცა არ მგონია, ამით დასრულდეს ის სიგიჟე, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი ლურსმანი უნდა დავაჭედოთ მათ პოლიტიკურ კუბოს. ოღონდ აქ ერთი ფაქტორიცაა, ხელისუფლებამაც უნდა ივარგოს, თორემ საზოგადოება ამისთვის დიდი ხანია მზადაა“ , - განაცხადა თოფურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×