რეზონანსი
19.11.2018

 რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში, დილის საათებში, საცხოვრებელი ბინის მე-5 სართულიდან 26 წლის მამაკაცი სუიციდის მიზნით გადმოხტა და გარდაიცალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

"ინფორუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, რომ "პაციენტი შემოიყვანეს დილით, დაახლოებით 8 საათზე. სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, იყო სიმაღლიდან ვარდნა. შეფასდა სიტუაცია, აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები, იყო კომა, არასტაბილური ჰემოდინამიკა, განვითარდა გულის გაჩერების ეპიზოდი. ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები თუმცა გულის რითმის აღდგენა ვერ მოხერხდა და პაციენტი გარდაიცვალა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×