რეზონანსი
18.11.2018

 ოთხი ადამიანი დაშავდა ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი მათგანიდან მძღოლის გამოსაყვანად მანქანის სპეციალური ხელსაწყოებით შუაზე გაჭრა გახდა საჭირო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა, წინასწარი ინფორმაციით, საშუალო სიმძიმისაა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×