რეზონანსი
18.11.2018

 რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხვალ პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბრიფინგს ჩაატარებს, სადაც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით უკვე კონკრეტულ პროგრამაზე ისაუბრებს.

"მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინიტრის პოზიციაზე ყოფნისას შემოიტანა ინიციატივები, როგორც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენი მოსახლეობის პრობლემებზე, რომელიც სესხებს უკავშირდება. დედაქალაქის მერმა თქვა, რომ ჩვენ ხვალ უნდა ველოდოთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, რომელიც დააანონსებს უკვე კონკრეტულ პროგრამას, რომელიც იქნება მიმართული ჭარბვალიანობასთან და გადაუხდელი სესხების საკითხთან მიმართებაში. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ყველაფერს გავიგებთ პრემიერ-მინისტრისგან”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×