რეზონანსი
18.11.2018

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ა,ბობს, რომ  ნაციონალურ მოძრაობას აქვს იმის შესახებ ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი ძალიან სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს. ეს მართალია, რადგან ხელისუფლება თვეებია, მუშაობს, რომ ჭარბვალიანობის გადასაჭრელად კონკრეტული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა შეთანხმება. ხვალ პრემიერი ძალიან სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს. ოპოზიციის კანდიდატი პანიკაშია, ხელის კანკალით გამოვიდა და რაღაც მოთხოვნა დააყენა. ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×