რეზონანსი
18.11.2018

 (რეზონანსი) "საქართველოს მოქალაქე იმყოფება უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ:

"1. ვუყენებთ კატეგორიულ მოთხოვნას საქართველოს მთავრობას: ნებისმიერი პირი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, მთავრობის მიერ მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად ამოღებულ იქნან მოვალეთა შავი სიიდან. ამისთვის მთავრობამ შეისყიდოს მათი ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში.

2. ამას გარდა მივმართავ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი ამ წუთამდე ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების სრული ამნისტიის შესახებ.

3. მივმართავ ეროვნულ ბანკს მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება და ბანკების გადაქცევა მევახშეებიდან ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად," - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ასევე მიმართავს პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი ამ დღემდე დარიცხული სანქცია-საურავების სრული ამნისტიის შესახებ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასევე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება.

„ეს თუ არ გაკეთდა საქართველოს მოქალაქესთან ერთად უკიდურესად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და ამ ჩამოქცევასვერც ბანკები გადაურჩებიან,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×