(რეზონანსი) დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა ახალქალაქში.
მთავრობისა და პარლამენტის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პირველ ტურში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩევნების მეორე ტურში აქტიურობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს და მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს.
მათი თქმით, მომავალ წელს ახალქალაქისა და ნინოწმინდას განვითარებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 66 მილიონი ლარი დაიხარჯება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2018 წლის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება და ეს დღე უქმე დღედ ცხადდება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.