რეზონანსი
18.11.2018

 (რეზონანსი) საფრანგეთში საწვავის გადასახადის დაწესებასა და საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით 17 ნოემბრიდან გამართულ საპროტესტო აქციებზე დაშავებულთა რაოდენობა 409-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

კრისტოფ კასტანერის თქმით, დაშავებულებიდან 14 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, ჯამში აქციებში 287,7 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, პოლიციამ კი 282 დააკავა.

საფრანგეთში ბენზინის ღირებულება პირველი იანვრიდან იზრდება. გაიზრდება დიზელის ფასიც. საფრანგეთში ბენზინი ბოლო ერთ წელიწადში 15%-ით გაძვირდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×