რეზონანსი
18.11.2018

 (რეზონანსი) "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მოძრაობა აქციებს არ გეგმავს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისინი ხვალ, ავლაბრის მეტროსთან მსვლელობას აწყობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ნაცებმა შექმნეს "ქართული მარშის" 5 ფეიკ-გვერდი, სადაც ჩვენი სახელით აანონსებენ აქციებს თითქოსდა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ყველა ის პირი, რომელიც მხარს დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს, გარიცხული იქნება მარშის რიგებიდან. "ქართული მარში" თავის საბოლოო პოზიციას დააფიქსირებს სათათბიროს შეკრების შემდეგ, რომელიც მომავალ კვირასაა დაგეგმილი. მანამდე არავითარ აქციებს არ ვგეგმავთ", - განუცხადა სანდრო ბრეგაძემ "პრაიმტაიმს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×