რეზონანსი
18.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის.

"ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიასა და ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ის არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნები, მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა", - ბრძანა უწმიდნესმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×