რეზონანსი
18.11.2018

 (რეზონანსი) მეოთხე დღეა გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. დიდთოვლობის გამო, ამ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ პარალიზებულია. მგზავრების ნაწილმა, რომელთა შორის ტურისტები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან, გასული ღამე კვლავ მანქანებში, ნაწილმა კი საკუთარი სახსრებით მოძებნილ ახლო მდებარე სასტუმროში გაათენა.

მათი თქმით, გუდაურში გუშინ დღის ბოლოდან გამოიდარა, თუმცა გზის გაწმენდა ამ დრომდე არ დაწყებულა. გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გამოდარების მიუხედავად ტერიტორიაზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×