რეზონანსი
18.11.2018

 რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე პირდაპირ თქვა, რომ  ყველა ამბავზე, რომელიც მის მიერ გადაღებულ "ჰეროკრატიაში" არის მოყოლილი, პასუხს აგებს, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე.

"მე გადავიღე ფილმი "ჰეროკრატია". ყველა ამბავზე, რომელიც იქ არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე. სახარებაზე ხელს დავდებ და გეტყვით, რომ ეს იმის ნახევარიც არ არის, რასაც სჩადიოდნენ ის მანქურთები, რაც თქვენ იქ ნახეთ. ახლავე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს ნებისმიერ ეთერში, თქვენ წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე და ვეუბნები, რომ ის იყო დამსმენი, რომელიც დაჰყვებოდა სახელოვნებო კოლექტივებს საბჭოთა კავშირის დროს", – განაცხადა ხაინდრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×