რეზონანსი
18.11.2018

 გროზნოს პოლიციის შენობასთან ახლოს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ჩეჩნეთის შს მინისტრი აპტი ალაუდინოვი ავრცელებს.

როგორც გროზნოს პოლიციაში განმარტავენ, აფეთქებამდე ეჭვმიტანილს „არაადექვატური ქცევის“ გამო დოკუმენტების წარდგენა სთხოვეს, თუმცა ქალი პოლიციელების ბრძანებას არ დაემორჩილა. ამის შემდეგ პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ტერორისტმა სხეულზე დამაგრებული ნაღმი აამოქმედა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ადგილობრივი არ ყოფილა, ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოდ, დაღესტანიდან იყო. მის გარდა, ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×