რეზონანსი
17.11.2018

 ,,გუშინ გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეძღვნებოდა მოვლენას, შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის რისი თქმაც მე შემიძლია. იაგო ნებიერიძე მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას,"- განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამ ეტაპზე გორში ცენტრალურ პარკში სამძებრო სამუშაო შეწყდა, კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები.

ოფიციალური უწყებები ჯერ არ განმარტავენ, თუ რა შედეგით დასრულდა სამძებრო სამუშაოები.

ცხედრის ძებნაში დღეს დილიდან სამხარაულის სახელობის ბიუროც ჩაერთო. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გორის პარკში გუშინ გვიან ღამით დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×