რეზონანსი
17.11.2018

 შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ოფიცერი შოთა ბეთლემიძე აცხადებს, რომ სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხმას მაინც არ მისცემს.

„არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ 2008 წელს 5-დღიან ომში დაჯილდოებული ვარ “ქაქუცა ჩოლოყაშვილის” მედლით. მირჩევნია, სამუდამო მომისაჯონ, ვიდრე ვაშაძეს მივცე ხმა (იქაც კარგად ვიქნები, ბრალი იმას, ვისაც ეშინია... და კიდევ არც სალომე მევასება“, – აცხადებს შოთა ბეთლემიძე.

ცნობისათვის, შოთა ბეთლემიძე თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე და შემდეგ 33-ე ბატალიონებში მსახურობდა. 11 თვე ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. ის ერაყიდან 2008 წელს დაბრუნდა, 2009 წელს კი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ შეირაღებული ძალებიდან დაითხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×