რეზონანსი
17.11.2018

 დაახლოებით ერთი საათის წინ გორში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები შეწყდა, პარკის ტერიტორიაზე შესვლა ამ დრომდე აკრძალულია.

ამ ეტაპზე გორში ცენტრალურ პარკში სამძებრო სამუშაო შეწყდა, კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები. ასევე, ამ დრომდე, აკრძალულია პარკის ტერიტორიაზე შესვლა.

მეორე დღეა, ტერიტორია ლენტებითაა შემოსაზღვრული. სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებდნენ.

ოფიციალური უწყებები ჯერ არ განმარტავენ, თუ რა შედეგით დასრულდა სამძებრო სამუშაოები.

ცხედრის ძებნაში დღეს დილიდან სამხარაულის სახელობის ბიუროც ჩაერთო. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გორის პარკში გუშინ გვიან ღამით დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×