რეზონანსი
17.11.2018

 ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ტრაილერი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. საბედნიეროდ, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

 ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის შესასვლელში დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ავარიის დროს „მერსედესში“ მსხდომი ორი 1994 წელს დაბადებული ახალგაზრდა დაშავდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ერთს ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნება.

 ექიმის განმარტებით, ორივე მათგანს გამოკვლევები უტარდება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×