რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) ყოფილი პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს სამი დღე-ღამე მორგში მიცვალებულზე ეძინა. ეს განცხადება გოგლიჩიძემ ქუთაისის თეატრში საზოგადოებრივი მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას" შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თმით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები რომ არა, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

"დამაკავეს 2011 წელს და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები და ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ასევე თითოეული თქვენგანი რომ არ ყოფილიყო, რომლმაც უარი უთხარით იმ მოძალადე რეჟიმს, მე დღეს თქვენ წინაშე უბრალოდ ცოცხალი ვერ ვიქნებოდი.

ეს ეტლი არის იმ „ნაციონალური მოძრაობის" სახე. ჩვენ გვახსოვს ქუჩაში ჩახოცილი არაერთი ადამიანი. დღემდე ეძებს ხალხი სამართლიანობას, თუმცა სამართლიანობა არ აღდგა, რადგან ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" ისევ სიძულვილის ენით ლაპარაკობს და კიდევ ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამაყი ვარ თქვენ წინაშე, რადგან მართლია, ფიზიკურად დამასახიჩრეს, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ყოფილი პატიმარი იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ, საქართველოში სიძულვილის ენით საუბარი დასრულდება.

„ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მორგში სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა. ბევრად მეტი ხდებოდა იმ ციხეებში, რასაც ცხრა წლის მანძილზე ნერგავდა „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×