რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) "არა მიშას, არა ნაცებს" - ქუთაისში, თეატრის შენობის წინ ამ სლოგანით აქცია იმართება.

ქუთაისის თეატრთან შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ მხარდაჭერას.

პარალელურად, თეატრის შენობაში საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას" მორიგ შეხვედრას მართავს.

მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას" დღეს შეხვედრა სამტრედიაშიც გამართა, გუშინ კი მოქალაქეებს ბათუმში შეხვდა.

მათი ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან ჩატარდა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×