რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუ ახალგაზრდობა გართულია ნარკოტიკებით, ამ ძალიან სერიოზული სენით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერც პერსპექტივას ხედავენ, ვერც მომავლისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის" შეხვედრაზე განაცხადა.

„საჭირო არის, რომ ერთად გავმართოთ საინფორმაციო კამპანია და დავანახოთ, რაც ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ვაჩვენოთ რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის. ვასწავლოთ, როგორ დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა. ეს ჩვენი მოვალეობაა და ამაში მე ბოლომდე ჩავერთვები. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×