რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) ხულოში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის თავმჯდომარის ომარ მახარაძის თანამდებობიდან წასვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ომარ მახარაძე პარტიიდან ფინანსური დარღვევის გამო სამი თვის წინ გაუშვეს.

„ეს ადამიანი ფინანსური დარღვევების გამო სამი თვის წინ მოკვეთილი იქნა პარტიიდან. მინდა ვთქვა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში და ეს გახდა მიზეზი მისი პარტიიდან მოკვეთის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრები ადასტურებენ, რომ ხულოში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ომარ მახარაძე ოპოზიციას შეუერთდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×