რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ, ომარ მახარაძემ, მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა.

მახარაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლებს შორის იყო. მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის შეფასებით, ახლა ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს გაერთიანებული ოპოზიცია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატია.

"2012 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების აქტიური მუშაობით შევცვალეთ ხელისუფლება უკეთესი მომავლის და ქვეყნის წარმატების იმედად. ჩემთვის, როგორ ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, პრიორიტეტი იყო ყოველთვის ხალხზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით მიმაჩნია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები," - განაცხადა ომარ მახარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×