(რეზონანსი) 15 ნოემბერს თბილისში ტრაგედია მოხდა. ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და ჩვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.
აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.
მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებენ:
„შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს დაგვხვდა ძალიან საშინელი სურათი".
„ადგილზე მისვლისთანავე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ მოხდა დაშავებულების ევაკუაცია, სახანძროს კიბის გამოყენებით პარალელურ რეჟიმში სადარბაზოდან მიმდინარეობდა მოქალაქეების ევაკუაცია, მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა"
„მეორე სართულზე თვითმხილველების ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი იყო 2 ადამიანი, დედა და შვილი"
„ბევრ საგანგებო-სამაშველო სიტუაციაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი მძიმე და რთული გამოძახება ემოციურად ჩემთვის არ ყოფილა"
„ძალიან დიდი განცდა გამოიწვია ჩვენში , რომ ნანგრევებში მოყოლილი იყო 1 წლის ბავშვი"
"ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც იქ ვმუშაობდით, ორიენტირებულები ვიყავით, დროულად მოხერხებულიყო მათი ნანგრევებიდან გათავისუფლება. დაახლოებით 5-6 საათის მუშაობის შემდეგ შევძლელით და ჯერ ქალბატონის, შემდეგ კი ბავშვის ცხედარი გამოვიყვანეთ"
"ადგილზე საათების განმავლობაში ვმუშაობდით, ვამტვრევდით რკინა-ბეტონს, მაგრამ ვერ ჩავდიოდით ბავშვამდე. აქედან გამომდინარე ეს ძალიან რთული იყო, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება";
„როდესაც მეხანძრე მაშველი ხდები და ფორმას იცვამ, გარკვეულწლიად ემოციების შეკავების უნარები გამოუმუშავდება ხოლმე, რადგან ეს სიტუაცია კონკრეტულად 1 წლის ბავშვს ეხებოდა, ამიტომ ვამბობ, რომ იყო ძალიან რთული"
„ისეთი მომენტი იყო, სისხლი რომ გაგეყინება ადამიანს, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს შვილები გვყავს, წარმოგვიდგენია, როგორი იქნება იმ ადამიანის მდგომარეობა, ვისაც შვილი დაეღუპება".