რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) ბორჯომის მოსახლეობას, გაზის ცენტრალური მილსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. საუბარია 6200 აბონენტზე რომელიც ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილები.

არსებული ინფორმაციით, დღეს დილით ვაშლოვანის გზაზე კლდე ჩამოიშალა, რომელმაც გაზის ცენტრალური მილი დააზიანა. კლდის ჩამოშლამ, დროებით ახალციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის პარალიზებაც გამოიწვია.

როგორც გაზის კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, დილიდან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და კომპანიის წარმომადგენლები, დაზიანებული მილის, დღის ბოლომდე აღადგენას ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×