რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სამძებრო სამუშაოები განაახლეს. პოლიცია სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა. სწორედ ნებიერიძე ფიგურირებს 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში. იმ დროს ნებიერიძეს ბრალი მხოლოდ გამოძალვის მუხლით წაუყენეს.

სამძებრო სამუშაოების ადგილზე, პარკის პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის მშობლები და ნათესავები.

იაგო ნებიერიძე გორში 9 წლის გოგონას ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×