რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) "ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე თვითონაა ყველას მთავრობა. უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ერთპიროვნული მმართველობა დასრულებულია", - ამის შესახებ განცხადებას "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აკეთებს.

როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტიის მთავარი შეცდომა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადებულ ხაფანგში გაება.

"ქართული ოცნების" მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის დაგებულ ხაფანგში გაება და საპრეზიდენტო არჩევნები სახელისუფლებო არჩევნებად გადააქცია, მაშინ, როდესაც ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. მაგრამ ორივე მხარის განწყობა ისეთია, რომ იცვლება და ეს ქმნის ფეთქებად-საშიშ ვითარებას. რატომ? ხელისუფლება წაგების შემთხვევაში ფიქრობს, რომ დაკარგა ხელისუფლება, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ვერ მოიპოვა ნანატრი ხელისუფლება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" დავით უსუფაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×