რეზონანსი
17.11.2018

 "საქნახშირის" დირექტორი 1500 მეშახტეს აშანტაჟებს დირექტორი დაქირავებულებს ემუქრება, რომ თუ არჩევნების მეორე ტურში ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ დახურული შახტები არ გაიხსნება.

"თუ სალომეს არ მისცემთ ხმას, შეიძლება შახტის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგესო... ძალადობით, გვეუბნებიან ზურაბიშვილს ხმა მიეცითო, ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ"- ამბობენ მეშახტეები.

"შაბათის კურიერმა" საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და ხელში ჩაუვარდა დილის 6 საათზე ჩატარებული საგანგებო თათბირის ჩანაწერი.

ჯამბულ ჯაყელი თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ მათი ბედი ამ არჩევნებზეა დამოკიდებული. საქნახშირის დირექტორი მუშებს სთავაზობს ის ოჯახის წევრები ჩამოიყვანონ არჩევნებზე, რომლებიც ქალაქიდან გასულები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×