რეზონანსი
17.11.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში, ნაცნობებთან - 1993 წელს დაბადებულ ა.ს.-სა და 1993 წელს დაბადებულ რ.უ.-სთან ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს ა.მ.-მ ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად რ.უ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×